Kapitall

ვისი ტანკები დაიკავებენ ამ გამზირს
ამ დილით თურმე ქალაქში პური გაძვირდა
სიღარიბე ახლა უკვე ყველა კართან ზის
Ვიგრძენი რომ ფონი კიდევ უფრო დამძიმდა
კაპიტალიზმი ცოცავს და აფინანსებს ლოცვას
კონკურენციის სახელით ძლიერებით სუსტებს ხოცავს
გახეულ ჯიბეში სანამ მოიძიებ ხურდებს
როცა ითვლიან სად ეჩქარება შენზე მეტი დროც აქვს
ყოველ დილით ბანკიდან გირეკავენ
გემუქრებიან ქირით მომავალს გიჭამენ
გადადგამ ნაბიჯს ღია კარებს გიკეტავენ
გაგიღიმებენ და მერე ღიმილით გკლავენ
მივმართავ ელიტებს კაპიტალის სატელიტებს
ელოდებოდნენ ზენიტებს ახლა კი მიწა ვერ იტევს
რა უნდა ვისაუბრო მათზე
რომ არ გადავუარო თავზე
ღია კარებიდან ვუყურებ ამ დროს ქუჩიდან განაგონს
სანამ აზრები ნავარდობს ვუსმენ კორპუსის ნაამბობს
ვეძებდი სხვა ნაყოფს შიმშილი არ ლაპარაკობს
სანამ ეძებენ სხვა ბატონს ვკარგავ სიტყვების კაბადონს
ვინ გადაჭრის ამ მატარებლის ლიანდაგს
ვინ შეამზადებს ცვლილებებისთვის ნიადაგს
თუ რას ვაპირებ ისევ ისე მკითხავ
Ქარხნების ხმაზე აკრძალულ ფსალმუნებს წაგიკითხავ
ვინ გადაჭრის ამ მატარებლის ლიანდაგს
ვინ შეაკავებს უცებ მოვარდნილ ნიაღვარს
ისინი ყოველთვის დაგვპირდებიან მწვერვალებს
მაგრამ კეფაზე მათი მუხლი მიგვაწებებს იატაკს
გარეთ კი მასებს შიმშილი აბალანსებს
სკოლის კედლიდან ვიღებ ნასროლი ტყვიის მასრებს
რამდენჯერაც დაგდებულს წყალი პეშვიდან მასვეს
ჩემი გულის ცემა შეადარებს ბასებს
გარეთ კი მასებს შიმშილი აბალანსებს
სკოლის კედლიდან ვიღებ ნასროლი ტყვიის მასრებს
რამდენჯერაც დაგდებულს წყალი პეშვიდან მასვეს
ჩემი გულის ცემა შეადარებს ბასებს



Credits
Writer(s): Erekle Deisadze, Anzor Chikhladze
Lyrics powered by www.musixmatch.com

Link