L'hymne de nos campagnes

თუ დაიბადე ქალაქის ბოლოს
მინდა ეს ლექსი გიმღერო

მჯერა, რომ შენი ჩამქვრალი მზერა
მაინც შეამჩნევს ბალახის ღეროს

დროა დაფიქრდეს ადამიანი
სანამ არ არის კიდევ გვიანი
და უღიმღამო სამყარო

ვარდის სურნელში გაცვალოს

ეს გოდებაა ჩვენი მინდვრების
მდინარეების, ბარის და მთების
და თუ არ გინდა ბოგანოს ჰგავდე
დროა იყვირო ხმის ჩახლეჩვამდე

ეს გოდებაა ჩვენი მინდვრების
მდინარეების, ბარის და მთების
და თუ არ გინდა ბოგანოს ჰგავდე
დროა იყვირო ხმის ჩახლეჩვამდე

ირგვლივ ჭაობი, სიმყრალე შმორის

ტვინის უჯრედებს ვეღარას შველის
ნაჩალიჩევი ჰაშიშის ბოლიც

მაშ, გაიქეცი, რაღა გაკავებს
შენივე ხელით შეჰქმენი რამე
არ გაიხსენო ცხოვრება ძველი
და შემოსძახე ეს მისამღერი

ეს გოდებაა ჩვენი მინდვრების
მდინარეების, ბარის და მთების
და თუ არ გინდა ბოგანოს ჰგავდე
დროა იყვირო ხმის ჩახლეჩვამდე

ეს გოდებაა ჩვენი მინდვრების
მდინარეების, ბარის და მთების
და თუ არ გინდა ბოგანოს ჰგავდე
დროა იყვირო ხმის ჩახლეჩვამდე

ტალღების რბოლას უცქირო დროა
იცი, რომ ბოლოს ზღვა ელოდებათ
და რომ ეს (რბოლა) უსასრულოა

მიხვდები, რომ ხარ არარაობა
მიხვდები, რომ ხარ არარაობა
როგორც შენი თუ ძველი თაობა
მიხვდები - წყალი, ხელზე რომ დაგდის
გათენებამდე სიცოცხლეს გაცდის

ეს გოდებაა ჩვენი მინდვრების
მდინარეების, ბარის და მთების
და თუ არ გინდა ბოგანოს ჰგავდე
დროა იყვირო ხმის ჩახლეჩვამდე

ეს გოდებაა ჩვენი მინდვრების
მდინარეების, ბარის და მთების
და თუ არ გინდა ბოგანოს ჰგავდე
დროა იყვირო ხმის ჩახლეჩვამდე



Credits
Writer(s): Cyril Eric Celestin
Lyrics powered by www.musixmatch.com

Link