Vikhseneb Kvelafers Tavidan - Kakhi Mamulashvili's Remix

სევდიან ქუჩებში
ღამე დაეძებს ბინას
გადაღლილ ქალაქში
ახლა სულ ყველას ძინავს
არვიცი რატომღაც
ჩუმად გიმღერო მინდა
და ახლა ვხდები, რომ
შენთვის ცხოვრება ღირდა
იქნებ ღამეში გაიფანტა
ეს ჩუმი ვედრება
არა არ მინდა დავიჯერო
მარტოობა დამებედა
ეს სინანულის ცრემლებია
თვალებს, რომ ასველებს
ვიცი ყოველთვის ეს სიმღერა
უშენობას გამახსენებს
და უკვე რამდენი
ღამე თენდება თეთრად
გპირდები ყოველთვის
იქნები ჩემთან ერთად
დრო თითქოს ჩერდება
წარსული მრჩება მარტო
და უკვე რაც მოხდა
სიზმარი იყოს ვნატრობ
ვიხსენებ ყველაფერს თავიდან
სევდას ვერ ვერევი
უკვე რამდენი დრო გავიდა
შენზე ფიქრებს ვერ ვერევი
ეს სინანულის ცრემლებია
თვალებს, რომ ასველებს
ვიცი ყოველთვის ეს სიმღერა
უშენობას გამახსენებს
ვიხსენებ ყველაფერს თავიდან
სევდას ვერ ვერევი
უკვე რამდენი დრო გავიდა
შენზე ფიქრებს ვერ ველევი
ეს სინანულის ცრემლებია
თვალებს, რომ ასველებს
ვიცი ყოველთვის ეს სიმღერა
უშენობას გამახსენებს
სევდიან ქუჩებში
ღამე დაეძებს ბინას
გადაღლილ ქალაქში
ახლა სულ ყველას ძინავს.



Credits
Writer(s): ირინა სანიკიძე, რუსა მორჩილაძე
Lyrics powered by www.musixmatch.com

Link