Mova Maisi

მოვა მაისი მოვა შენი ატმის ლოყებით
მოიტანს შენს ფერს ყვავილებს და შენს სურნელებას
მოვა მაისი შენ კი აღარ დამელოდები
და მე არ ვივი რა მეშველება
მოვა მაისი შენ კი აღარ დამელოდები
და მე არ ვივი რა მეშველება
შენი მოსვლა მზის ამოსვლა მგონია
შენი ქება ზღაპრად გამიგონია
ვერც გაზაფხული ვერ მიშველის ვეღარ გამომცვლის
უშენოდ ჩემთვის მაისიც კი ვერ იმაისებს
და ვარდობისთვეს ლხინის ნაცვლად ამ გულს გამოცლილს
შენზე უძირო სევდით ამივსებს
შენი მოსვლა მზის ამოსვლა მგონია
შენი ქება ზღაპრად გამიგონია



Credits
Writer(s): Petre Gruzinski, Jansugh Kakhidze
Lyrics powered by www.musixmatch.com

Link