Mari

Ცივი ხელი, ისევ რთავს, შიშველ ნავს
Ისევ ელი, ნაცნობ ხმას, გვერდში მხარს
Რაღაცა გაწყდა, სადღაც გულთან გაიფანტა
Ღიმილიც გაქრა, გადარეულ გრიგალს გაჰყვა
Რამ უნდა დაგავიწყოს, ის თბილი ხელები?!
Პატარავ, მარტო დარჩი, ბედნიერ ფერებით
Ცრემლებით ნუ აივსე, კეთილი თვალები
Რას იზამ, ამ ცხოვრებას ვერ დაემალები

Მე ვიხსენებდი ჩემში, მივიწყებულ ძალებს
Ფეხით მივუყვებოდი, ღამის მაგისტრალებს
Დილით ლექსებს ვუწერდი, გაზაფხულის ქარებს
Ღამით ხეტიალი, ამ ქუჩებმა შემაყვარეს
Როცა მე მძინავს იყავი ფრთხილი
Მშვიდად იძინონ ტბაში ნავებმა
Წაიღონ ჩემი მართალი ძილი
Უცხო ქალაქის თვითმფრინავებმა
Მე ვინახავ ფერად სიზმრებს სირენების ხმაში
Როცა ჩემი მარტოობა ჩაეტევა განში
Როგორც მთაზე კელიაში დარჩენილი ბერი
Თვალის გუგებს გადაფარავს, ვარსკვლავური მტვერი
Ჩამოწვება სიმსუბუქე, ღრუბელივით ზანტი
Მე ვარ შენი სიყვარულის თეთრი კოსმონავტი
Მე ვარ შენი სიყვარულის თეთრი კოსმონავტი



Credits
Writer(s): Avto Baduashvili
Lyrics powered by www.musixmatch.com

Link