Dzalian Shors

Თურმე არასდროს არ არის გვიან
Თურმე სიყვარულს არ აქვს დრო
Ახლა შენ ჩემი ცხოვრება გქვია
Სხვა არაფერი აღარ მახსოვს
Შენი ბრალია რომ მხოლოდ ივლი
Ასე ლამაზად ამოდის მზე
Შენთვის თენდება ყოველი დღე
Თურმე ცხოვრება წვეთია ზღვაში
Რაც მიჰქონდა და მოჰქონდა წლებს
Მე ბედნიერი ვარ რომ, გიპოვე შენ

Თურმე ფიქრები ქრებიან ქარში
Თურმე სიზმრებიც იცლიან ფერს
Წვიმა მოვა და ნაკვალევს წაშლის
Აღარ მაფიქრებს წარსული დღეს
Და ისე როგორც პატარა ბავშვი
Თვალდახუჭული მივენდე ბედს
Მისგან არაფერს მოვითხოვ მეტს
Თურმე ცხოვრება წვეთია ზღვაში
Რაც მიჰქონდა და მოჰქონდა წლებს
Და როცა სულ აღარ გელოდი მაშინ
Ჩემთან მოხვედი შენ

Თურმე არასდროს არ არის გვიან
Თურმე სიყვარულს არ აქვს დრო
Ქარს იისფერი სიზმრები მიაქვს
Შორს, ძალიან შორს



Credits
Writer(s): დათო არჩვაძე, ირინა სანიკიძე
Lyrics powered by www.musixmatch.com

Link