Chven Kvela Didi Khnis Tsin Movkvdit

როცა შენ იყავი პატარა ბავშვი
გქონდა დიდი სიყვარული თავში
გყავდა საყვარელი მეგობრები
რომ გეგონა არ დაგტოვებდნენ
მერე გავიდა რამდენიმე წელი
გულში აღარ დაგრჩა არაფერი
და სამყარო გახდა ცარიელი
თითქოს ტყუილში გაცხოვრებდნენ
და შენც გახდი მათნაირი ცივი
უბედური და გამომთვლელი
უბრალოდ არსებობისთვის იბრძვი
და შენ გეგონა გატყუებდნენ
მერე როცა გადაივლის კიდევ ერთი წელი
და შენ ცოტა კიდე დაბერდები
შენ კიდევ დიდხანს არ მოკვდები
ჩვენ ყველა დიდი ხნის წინ მოვკვდით

და ყველგან ტრიალებს უაზრო რეკლამა
რომ შეიძლება ახვიდე უფრო მაღლა
ცაში უშორეს ვარსკვლავთან
სადაც აღარ ჩანან მეგობრები
და შენც იპოვი აზრს ცხოვრებაში
ფორმალობებსა და აბსურდულობაში
ყოველდღე ამინდზე ლაპარაკში
და ყველას შემოგვიერთდები
მერე როცა გადაივლის კიდევ ერთი წელი
და შენ ცოტა კიდე დაბერდები
შენ კიდევ დიდხანს არ მოკვდები
ჩვენ ყველა დიდი ხნის წინ მოვკვდით

მაგრამ მაშინ როცა კვდება დედაშენი
შენ გაქვს საკმარისი შენაძენი
რომ აგროვდეს საკმარისი თანხა
რაც მხოლოდ ამ ცხოვრებამ მოგცა
როცა გადაივლის კიდევ ერთი წელი
და შენ ცოტა კიდე დაბერდები
ჩვენ აღარასდროს არ მოვკვდებით
ჩვენ ყველა დიდი ხნის წინ მოვკვდით
როცა გადაივლის სულ ყველა წელი
და ჩვენ უსაშველოდ დავბერდებით
ჩვენ აღარასდროს არ მოვკვდებით
ჩვენ ყველა დიდი ხნის წინ მოვკვდით



Credits
Writer(s): Dagdagani Band, Tsotne Gorgoshidze
Lyrics powered by www.musixmatch.com

Link