Es Erti Ghame

Თითქოს იყო კიდეც და არც იყო
Ჩვენი უცნაური სიყვარული
Მერე უნებურად გზები გაიყო
Მერე დარჩა მხოლოდ სინანული
Ნუთუ ის დღეები წარსულს გაჰყვა?
Ნუთუ არაფერი არ დარჩა?
Იქნებ სიყვარულიც სადღაც გაქრა
Მხოლოდ მოგონება გადარჩა

Და გათენდება ეს ერთი ღამეც
Ისევ მოლოდინი დაღლის თვალებს
Არ ჩერდება დრო, მიაქვს წამებს
Ჩვენი სიყვარულიც ასე მალე დამთავრდა
Სადა ხარ?

Ალბათ დამთავრდება ეს ლოდინი
Ჩემთან შენს მაგივრად ვინმე მოვა
Როცა მოგონება უკვე შორს მიდის
Უკან დაბრუნება არ გამოვა
Მე შენ იქ გეძებდი სადაც არ ხარ
Იქნებ ამიტომ ვერ გიპოვე
Თუმცა დავიწყებულ სიზმარს ჰგავხარ
Მაინც გელოდები იცოდე

Და გათენდება ეს ერთი ღამეც
Ისევ მოლოდინი დაღლის თვალებს
Არ ჩერდება დრო, მიაქვს წამებს
Ღამეს მოვუყვები ჩუმად რამეს
Და გათენდება ეს ერთი ღამეც
Ისევ მოლოდინი დაღლის თვალებს
Არ ჩერდება დრო, მიაქვს წამებს
Ჩვენი სიყვარულიც ასე მალე დამთავრდა
Სადა ხარ?

Მე შენ იქ გეძებდი სადაც არ ხარ
Იქნებ ამიტომ ვერ გიპოვე
Თუმცა დავიწყებულ სიზმარს ჰგავხარ
Მე მაინც გელოდები იცოდე

Და გათენდება ეს ერთი ღამეც
Ისევ მოლოდინი დაღლის თვალებს
Არ ჩერდება დრო, მიაქვს წამებს
Ღამეს მოვუყვები ჩუმად რამეს
Და გათენდება
Და გათენდება ეს ერთი ღამეც
Ისევ მოლოდინი დაღლის თვალებს
Არ ჩერდება დრო, მიაქვს წამებს
Ჩვენი სიყვარულიც ასე მალე დამთავრდა
Დამთავრდა



Credits
Writer(s): Irina Sanikidze, Avto Baduashvili
Lyrics powered by www.musixmatch.com

Link