Gaachere Dedamitsa, Chavdivar

დედამიწა ტრიალებსო
ბრუნოს უთქვამს ცივ გონზე
სიმართლე არ დაუჯერეს
მიტომ დასწვეს კოცონზე
აბა მე ვინ შემიცოდებს
უსაქმურად ვაგდივარ
გააჩერეთ დედამიწა
ჩავდივარ
აბა მე ვინ შემიცოდებს
უსაქმურად ვაგდივარ
გააჩერეთ დედამიწა
ჩავდივარ
ჩავდივარ
ჩავდივარ
ეჰ, ჩავდივარ, ჩავდივარ

ოდეს კაცად წოდებული
ახლა მხოლოდ ბარგი ვარ
დამიჯერეთ მართალს ვამბობ
დამიჯერეთ ნაღდი ვარ
ცხოვრებისგან გალახული
აღარავის ვარგივარ
ლოთიანათ გააჩერეთ
ჩავდივარ
ცხოვრებისგან გალახული
აღარავის ვარგივარ
გააჩერეთ დედამიწა
ჩავდივარ
ბროლის კოშკებს რომ ვაგებდი
სულ სხვას ვფიქრობ ამჯერად
მარტო ღმერთის იმედი მაქვს
სხვა არაფრის არ მჯერა
ვის აფიქრებს ვინ ვიყავი
დღეს ხომ მხოლოდ ლანდი ვარ
ვაჟკაცურად, გააჩერეთ
ჩავდივარ
ვის აფიქრებს ვინ ვიყავი
დღეს ხომ მხოლოდ ლანდი ვარ
გააჩერეთ დედამიწა
ჩავდივარ
ჩავდივარ
ჩავდივარ
გამატარე რა გენაცვალე, რა
კაცო არ გესმის, გამატარე მეთქი
ჩავდივარ
თქვენ გააგრძელეთ გზა
აი ეს გაჩერება ცირკია, ხომ
ხოდა ცირკთან ჩავდივარ, ზუსტად
თქვენც ჩამოდიხართ
მე მეგონა მარტო ჩავდიოდი
მოდი გენაცვალე ერთად ჩავიდეთ კაცო
ჩავდივართ
ჩავდივართ
ჩავდივართ
წავედით



Credits
Writer(s): Tea Natsvilshvili
Lyrics powered by www.musixmatch.com

Link