Chemi Gogo
Გათოშილ ხელებს მოეფერები
Მათგან ფრთებს მოქსოვ შენი სულისას
Და მერცხალივით გამიფრინდები
Მოსაბრძანებლად გაზაფხულისა
Ჩემს ბედისწერას აგედევნები
Სადღაც მწვერვალთან ალბათ დაგიჭერ!
Მერე ზვავით გადმოვეშვები
Თუკი შენს გულში ადგილს მომიჩენ!
Ჩემი დარდი ხარ მოსაფერები
Დაუვიწყარი ძველი ტკივილი
Ჩემი მზერა ხარ და ჩემი ფიქრები
Დედოფალივით მიუკარები!
Ჩემი გოგო ხარ, გადარეული
Ჩემი ხატი ჩემი სიზმრები
Სანთლად ვენთები სული ეული
Რადგან არ თმობენ გაზაფხულს, არა
Და ადნებიან ვარდების სურნელად
Მარად და მარად და მარად!
Მერე სარკმელთან ერთად დავსხდებით
Ჩვენი ლექსებით ტკბილ სიბერეზე
Ცისკიდურებზე ფიქრით და ცქერით
Აისის მზეზე და სულ არაფერზე!
Და ბავშვებივით სიცოცხლის კაბებს
Მოიზომავენ ჩემი გრძნობები
Გულიც იფეთქებს, გახსნის დარაბებს
Მოვლენ სიტყვები, სულ უცნობები!
Რადგან მეტია ეს ვიდრე იმედი
Ცოტა მეტია, ვიდრე სიცოცხლე
Და სულ-სულ მეტია, ვიდრე გონება!
Ჩემი დარდი ხარ მოსაფერები
Დაუვიწყარი ძველი ტკივილი
Ჩემი მზერა ხარ და ჩემი ფიქრები
Დედოფალივით მიუკარები!
Ჩემი გოგო ხარ, გადარეული
Ჩემი ხატი ჩემი სიზმრები
Სანთლად ვენთები სული ეული
Რადგან არ თმობენ გაზაფხულს, არა
Და ადნებიან ვარდების სურნელად
Მარად და მარად და მარად!
Სიყვარულს ერთხელ შესაყვარებელს
Და მონატრებას ასჯერ დახლეჩილს
Ისეთ მძაფრსა და შეუკავებელს
Ვით მილიმეტრი თოფის სასხლეტის
Ჩავბერ სიცოცხლეს, თუ კი ის სუნთქვაა
Შენს ლამაზ სახელს ამ დღეს ვუწოდებ
Ჩემი ოცნება შენზე ზრუნვაა
Როგორ მიყვარხარ
Როგორ მიყვარხარ
Ნეტავ იცოდე!
Ჩემი დარდი ხარ მოსაფერები
Დაუვიწყარი ძველი ტკივილი
Ჩემი მზერა ხარ და ჩემი ფიქრები
Დედოფალივით მიუკარები!
Ჩემი გოგო ხარ, გადარეული
Ჩემი ხატი ჩემი სიზმრები
Სანთლად ვენთები სული ეული
Რადგან არ თმობენ გაზაფხულს, არა
Და ადნებიან ვარდების სურნელად
Მარად და მარად და მარად!
Გათოშილ ხელებს მოეფერები
Მათგან ფრთებს მოქსოვ შენი სულისას
Მათგან ფრთებს მოქსოვ შენი სულისას
Და მერცხალივით გამიფრინდები
Მოსაბრძანებლად გაზაფხულისა
Ჩემს ბედისწერას აგედევნები
Სადღაც მწვერვალთან ალბათ დაგიჭერ!
Მერე ზვავით გადმოვეშვები
Თუკი შენს გულში ადგილს მომიჩენ!
Ჩემი დარდი ხარ მოსაფერები
Დაუვიწყარი ძველი ტკივილი
Ჩემი მზერა ხარ და ჩემი ფიქრები
Დედოფალივით მიუკარები!
Ჩემი გოგო ხარ, გადარეული
Ჩემი ხატი ჩემი სიზმრები
Სანთლად ვენთები სული ეული
Რადგან არ თმობენ გაზაფხულს, არა
Და ადნებიან ვარდების სურნელად
Მარად და მარად და მარად!
Მერე სარკმელთან ერთად დავსხდებით
Ჩვენი ლექსებით ტკბილ სიბერეზე
Ცისკიდურებზე ფიქრით და ცქერით
Აისის მზეზე და სულ არაფერზე!
Და ბავშვებივით სიცოცხლის კაბებს
Მოიზომავენ ჩემი გრძნობები
Გულიც იფეთქებს, გახსნის დარაბებს
Მოვლენ სიტყვები, სულ უცნობები!
Რადგან მეტია ეს ვიდრე იმედი
Ცოტა მეტია, ვიდრე სიცოცხლე
Და სულ-სულ მეტია, ვიდრე გონება!
Ჩემი დარდი ხარ მოსაფერები
Დაუვიწყარი ძველი ტკივილი
Ჩემი მზერა ხარ და ჩემი ფიქრები
Დედოფალივით მიუკარები!
Ჩემი გოგო ხარ, გადარეული
Ჩემი ხატი ჩემი სიზმრები
Სანთლად ვენთები სული ეული
Რადგან არ თმობენ გაზაფხულს, არა
Და ადნებიან ვარდების სურნელად
Მარად და მარად და მარად!
Სიყვარულს ერთხელ შესაყვარებელს
Და მონატრებას ასჯერ დახლეჩილს
Ისეთ მძაფრსა და შეუკავებელს
Ვით მილიმეტრი თოფის სასხლეტის
Ჩავბერ სიცოცხლეს, თუ კი ის სუნთქვაა
Შენს ლამაზ სახელს ამ დღეს ვუწოდებ
Ჩემი ოცნება შენზე ზრუნვაა
Როგორ მიყვარხარ
Როგორ მიყვარხარ
Ნეტავ იცოდე!
Ჩემი დარდი ხარ მოსაფერები
Დაუვიწყარი ძველი ტკივილი
Ჩემი მზერა ხარ და ჩემი ფიქრები
Დედოფალივით მიუკარები!
Ჩემი გოგო ხარ, გადარეული
Ჩემი ხატი ჩემი სიზმრები
Სანთლად ვენთები სული ეული
Რადგან არ თმობენ გაზაფხულს, არა
Და ადნებიან ვარდების სურნელად
Მარად და მარად და მარად!
Გათოშილ ხელებს მოეფერები
Მათგან ფრთებს მოქსოვ შენი სულისას
Credits
Writer(s): Soso Mikeladze
Lyrics powered by www.musixmatch.com
Link
© 2024 All rights reserved. Rockol.com S.r.l. Website image policy
Rockol
- Rockol only uses images and photos made available for promotional purposes (“for press use”) by record companies, artist managements and p.r. agencies.
- Said images are used to exert a right to report and a finality of the criticism, in a degraded mode compliant to copyright laws, and exclusively inclosed in our own informative content.
- Only non-exclusive images addressed to newspaper use and, in general, copyright-free are accepted.
- Live photos are published when licensed by photographers whose copyright is quoted.
- Rockol is available to pay the right holder a fair fee should a published image’s author be unknown at the time of publishing.
Feedback
Please immediately report the presence of images possibly not compliant with the above cases so as to quickly verify an improper use: where confirmed, we would immediately proceed to their removal.