Gzebi - Live

გზები გზები
სიმებივით გამწყდარი
ბედი ჩემი სარკესავით
გამტყდარი
მახსოვს როგორც
ჯადოსნური ზღაპარი
ზღაპარი
ზღაპარი
თოვლი თოვლი
მდუმარება მდელოდან
ხსნა არ იყო
არც არავინ მელოდა
მაგრამ სადღაც
ვიღაც ჩემთვის მღეროდა
მღეროდა
მღეროდა
შენს ლოდინში
ნეტარებით ვიწვოდი
რა ვქნა მხოლოდ
ერთგულება ვიცოდი
ახლა ვამბობ
ის სიზმარი სად არის
სად არის
სად არის
დრო გარბოდა
ცეცხლი მშვიდად ქრებოდა
მზეც ქრებოდა
და თვალს ეფარებოდა
ახლა ვამბობ
სიყვარული სად არის
სად არის
სად არის
ერთად გვირბენია
ერთად გვიკრეფია
ია ენძელა და შროშანი
ახლა ყველაფერი შორს არის
შორს არის
შორს არის
იდგა შორეული
სევდა მორეული
ლამაზ სიზმარივით გამთბარი
რაღაც უცნაური ზამთარი
ზამთარი
ზამთარი
ფრთები ფრთები
დიდი ფრენით დაღლილი
ცრემლი ჩემი
სულ ამაოდ დაღვრილი
არ გესმოდა
ჩემი გულის ძახილი
ძახილი
ძახილი

ახლა ვამბობ
ის მზის ჩასვლა სად არის
სად არის
სად არის



Credits
Writer(s): Moris Potskhishvili, Vazha Azarashvili
Lyrics powered by www.musixmatch.com

Link