Sakartvelos Mananebo

იმ პატარა სიყვარულის ცრემლებს ვფიცავ
იმ თეთრ აკვანს დედაჩემის ცისფერ თვალებს
ვფიცავ მიწას, ვაჟას გულზე დაყრილ მიწას
რიჟრაჟს ვფიცავ ნისლებში, რომ იფერმკთალებს
თუ დავეცი ნუ მიტირებთ დანანებით
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი
საქართველოს ლამაზებო
საქართველოს მანანებო
დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები

გულით დამაქვს სიყვარულით განა ხელით
მყვარებია ჰო ცრემლებიც მყვარებია
ჩემი ქვეყნის ძველი დარდი და ნაღველი
ხანჯალივით გულში გამიტარებია
თუ დავეცი ნუ მიტირებთ დანანებით
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი
საქართველოს ლამაზებო
საქართველოს მანანებო
დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები
თუ დავეცი ნუ მიტირებთ დანანებით
ნაღველს გულში არასოდეს გავივლებდი
საქართველოს ლამაზებო
საქართველოს მანანებო
დამაყარეთ თქვენი ფერის ყვავილები



Credits
Writer(s): George G Tsabadze, Aleko Shengelia
Lyrics powered by www.musixmatch.com

Link