Gantiadi

მთაწმინდა ჩაფიქრებულა
შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა
მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს
თავდადებულის საფლავსა
თავდადებულის საფლავსა
დადუმებულა მთაწმინდა
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა
მდინარე ნანას უმღერის რაინდსა
რაინდსა, ურჩსა მტრისას

მთაწმინდა გულში იხუტებს
საშვილიშვილო სამარეს
მამადავითსა ავედრებს
აბარებს ქვეყნის მოყვარეს
აბარეს ქვეყნის მოყვარეს
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო
ჩემო სამშობლო მხარეო
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები
შენზედვე მგლოვიარეო
დედა-შვილობას, ბევრს არ გთხოვ
შენს მიწას მიმაბარეო
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო
ჩემო, სამშობლო მხარეო
მხარეო



Credits
Writer(s): Laghidze Revaz I, Revaz I Laghidze
Lyrics powered by www.musixmatch.com

Link