სადა ხარ

შენზე ფიქრები მათბობს
როგორც ღამის ჩუმი სევდა
შენი წასვლით ცხოვრება გაჩერდა
მარტო ვარ და იმ დღეებს ვნატრობ
წახვედი და გული არ გთმობს
თითქოს სიტყვები ქარში გამებნა

წლები უძილო ისევ გველიან
მარტოობა ხომ ჩვენთვის ძნელია
შენი ღიმილი ნეტავ მანახა
მომენატრე და გეძებ სადა ხარ

მოდი და გეტყვი სათქმელს
რასაც ეს გული ამხელს
ისევ უძილოდ ვათევ იცოდე
დრო იყო სიყვარულის წამი
დაგვნათოდა ჩრდილი ღამის
ჩემი ოცნების ქალი გიწოდე

წლები უძილო ისევ გველიან
მარტოობა ხომ ჩვენთვის ძნელია
შენი ღიმილი ნეტავ მანახა
მომენატრე და გეძებ სადა ხარ

წლები უძილო ისევ გველიან
შენი ალერსი მომნატრებია
შენი ღიმილი ნეტავ მანახა
მომენატრე და გეძებ სადა ხარ
მომენატრე და გეძებ სადა ხარ



Credits
Writer(s): Manana Imedadze, Nana Tsintsadze
Lyrics powered by www.musixmatch.com

Link