უნებურად

დრო აღელდა, როგორც სიზმარი
ჩვენი ფიქრები მიქრის ბინდებად
იწყება უცხო გვირაბი
შენ ხომ არაფრის შეგეშინდება?!
Shut down-ი, მე გონებას რომ მიფეთქებს
შენთვის შერჩეულ სიტყვებს მორიგი ყინვა მავიწყებს
დაღლილი რომ გაშეშდები, ერთი ის გაიხსენე
როგორ სუნთქავს შენი ფილტვი
deadline თუ არ აწუხებს
ეს დამბები, შეზღუდვებს რომ გვიწესებს
ჩვენი პასუხები მხოლოდ ასახავს ჩვენს ლიმიტებს
ეს წამები, სახეზე რომ გვიელვებს
სევდის სადგურები მხოლოდ
ირეკლავს ჩვენს მსგავსებებს
თუმცა მაინც ხომ ამჩნევ, ყველაფერი რომ არის პირიქით
როცა ხედავ გამჭვირვალედ ჰაერს თბილისის
და მის შუქზე გაფანტულ შენ თავს რომ დაიჭერ
რომ შენც იმეორებ წინაპრების შეცდომებს
არავინ ხედავს შენს მოჩვენებას შენ მეტი
არავინ იტყვის, რომ შენ გეშინია
ვერცერთი პასუხი მე ვერ ვუპოვე
ყველა იმ შეკითხვას, რომელსაც შენ მე მისვამ
უნებურად ვიმეორებ სხვის ნათქვამ სისულელეს
უნებურად ვიმეორებთ სხვის ნათქვამ სისულელეს
უნებურად ვიმეორებთ სხვის ნათქვამ სისულელეს
უნებურად ვიმეორებ ჩემს ნათქვამ სისულელეს



Credits
Writer(s): Temo Ezugbaia
Lyrics powered by www.musixmatch.com

Link