ქალთევზი (Mermaid)

Შენ ხარ ქალთევზი
Ზღვის სტიქიაში
Ოქროსთმიანი
Შენ ცხოვრობ წყალში
Ალბათ მიწაზე
Დაგახრჩობს ქარი
Მე შენკენ ალბათ, მიზიდავს რაღაც
Რაღაც, რაც არ ჩანს
Სულ ვფიქრობ შენზე
Და უფრო ღრმად მივცურავ ილუზიებში
Მგზნებარე ტალღებია ვიკარგები სირინოზის ძებნაში
Გხედავ ნაპირთან მოდიხარ ახლოს, ხანდახან ჩნდები
Და იქნებ რამეს, შენი თვალები, ამბობენ წამით
Შენ გიყვარს სიღრმე
Დაღლამდე ცურვა
Ხან მეტისმეტი
Შენ ხარ ქალთევზი
Და მე შენთან მოვცურავ ილუზიებში
Ძლიერი ტალღებია ვიკარგები სიყვარულის ძებნაში
Და მაინც რა ძლიერი ტალღებია ვიკარგები სიყვარულის ძებნაში
Ან იქნებ საამური ღამეა და მე და შენ დავცურავთ რეალობაში
Და მაინც რა ძლიერი ტალღებია ვიკარგები სიყვარულის ძებნაში
Ან იქნებ საამური ღამეა და მე და შენ დავცურავთ რეალობაში
Შენ ხარ ქალთევზი
Და მე შენთან მოვცურავ ილუზიებში



Credits
Lyrics powered by www.musixmatch.com

Link