Vertskhlis tasadamts maktsia

ვინა ხარ, ვინ იარები,
ლაღო, მაგ ლაღი ცხენითა,
თავს რად არ შამაიბრუნებ,
ყანას რად მამკევ ცრემლითა.
ვერცხლის თასადამც მაქცია,
რო ღვინით აგევსებოდე,
დაფერილი მქნა წითლადა,
შამსვამდი, შაგერგებოდე.
ანა მქნა ვერცხლის სათითედ,
რო ხელზე ჩაგედებოდე.
ანა მქნა ოქროს ზურთვაი,
კალთაში ჩაგეშლებოდე.
ან ვერცხლის ფულად მაქცია,
ჯიბეში ჩაგეყრებოდე.
ან შენი ნამგლის ყანა მქნა,
რო ფხაზე შაგეჭრებოდე.
ანა მქნა ვარდი ყოილი,
რო პირზე დაგეყრებოდე.
ანა მქნა მოვის პერანგი,
რო გულზე დაგადნებოდე.
ან შენი ნანდაური მქნა,
გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი,
ძალიან დაწუხებულსა,
გზაზედაც შაგეყრებოდი.
ან შენი ძმა მქნა მოწილე,
აროდეს გაგეყრებოდი



Credits
Writer(s): Lela S Tataraidze, Dzamukashvili Dzamukashvili
Lyrics powered by www.musixmatch.com

Link