Ukherkhuli Sichume

წასვლამდე სულ ცოტა დრო რჩება
ძველი საათი წამებს დაითვლის
მივიწყებ და მაინც მომყვება
უკვე განვლილი გზა
და ახლა რას მეტყვი არ ვიცი
ნუთუ უსიტყვოდ მემშვიდობები,
თუ მართლა რამეს ამიხსნი კიდევ დაგელოდები
დრო დაითვლის წამებს
დროს თავისი მიაქვს, სათქმელი დღეს უნდა თქვა
თორემ ცოტა ადრე ან ძალიან გვიან სიტყვები კარგავენ არს
ხედავ მიდის ღამე, შენც მითხარი რამე
უხერხული სიჩუმე დგას, მითხარი რომ არ იყოს გვიანი ხვალ

წასვლამდე რა ცოტა დრო რჩება
ნუღარ ინატრებ, მეც არ გინატრებ
ხვალ ალბათ არც გვემახსოვრება, ერთად განვლილი გზა
ოცნების მე უკვე არ მჯერა, ასე ჯიუტად რატომ მიყურებ,
რაც ერთელ წარსულს გაყვება, იმას ვერ დავიბრუნებ
დრო დაითვლის წამებს
დროს თავისი მიაქვს, სათქმელი დღეს უნდა თქვა
თორემ ცოტა ადრე ან ძალიან გვიან სიტყვები კარგავენ არს
ხედავ მიდის ღამე, შენც მითხარი რამე
უხერხული სიჩუმე დგას, მითხარი რომ არ იყოს გვიანი ხვალ
მივდივარ და წარსულის ხმა უკან მომყვება
მოსახდენი ის მაინც მოხდება
ვინ დაითვლის წამებს
დროს თავისი მიაქვს, სათქმელი დღეს უნდა თქვა
თორემ ცოტა ადრე ან ძალიან გვიან სიტყვები კარგავენ არს
ხედავ მიდის ღამე, შენც მითხარი რამე
უხერხული სიჩუმე დგას, მითხარი რომ არ იყოს გვიანი ხვალ.



Credits
Writer(s): Rusudan Morchiladze, Irine A Sanikidze
Lyrics powered by www.musixmatch.com

Link