Damighamda

სიყვარულო, ვინ რა იცის რა ხარო
უხილავი, სატკივარით გამახარო
დამიღამდა, გული რით გავახარო
ისღა დამრჩა, თავი ქვაზე დავახალო
დამიღამდა, გული რით გავახარო
ისღა დამრჩა, თავი ქვაზე დავახალო
გამიფრინდა ვიზედაც რომ ვხარობდი
მთელ სიცოცხლეს იმისთვისა ვწვალობდი
იმის გამო მთელ ქვეყანას ვყვარობდი
აღარა სჩანს, ვიზედაც რომ ვგალობდი
იმის გამო მთელ ქვეყანას ვყვარობდი
აღარა სჩანს, ვიზედაც რომ ვგალობდი
დამიბნელდა, მთვარე და ვარკსვლავები
გზა მაჩვენე, აღარა მიჭრის თვალები
სიმი გაწყდა, მე ჩონგური წამიხდა
ერთი ცრემლი მეგობარი გამიხდა
სიმი გაწყდა, მე ჩონგური წამიხდა
ერთი ცრემლი მეგობარი გამიხდა
სიყვარულო, ვინ რა იცის რა ხარო
უხილავი, სატკივარით ბრმა ხარო
დამიღამდა, გული რით გავახარო
ისღა დამრჩა, თავი ქვაზე დავახალო
დამიღამდა, გული რით გავახარო
ისღა დამრჩა, თავი ქვაზე დავახალო.



Credits
Writer(s): ხალხური
Lyrics powered by www.musixmatch.com

Link