Kutaiso Chemo

ქუთაისო ჩემო, ჩემო დედულეთო
გული საგულედან ლამის ამომენთოს
ჩემი ბაღის კიდე ხავსიანი ეზო
ძველი ჯაჭვის ხიდი, არ მოშალო ღმერთო
მომენატრე ძლიერ გეფერები ბევრსო
ძველებურად ისევ თვლემს ბავშობის ეზო
შემოვირბენ გელათს სათაფლიის მთებსო
რიონის პირს ჩუმად ჩუმად, ჩუმად დავღვრი ცრემლსო
ცა ოცნებებით ანთებული ცა
ყვავილებით დაფენილი გზა
რა ვინატრო რა ვინატრო სხვა
მზე, მზე დაგვნათის სიხარულის მზე
ოცნებებით ანთებული მზე
ერთადერთო ჩემო სიცოცხლე
ქუთაისო ჩემო ჩემო დედულეთო
გული საგულედან ლამის ამომენთოს
ცისფერს შემოვავლებ ბაბთას ნატვრის ხესო
შენ გიმღერებ ისევ გიორგობის თვესო
ცა ოცნებებით ანთებული ცა
ყვავილებით დაფენილი გზა
რა ვინატრო რა ვინატო სხვა
მზე მზე დაგვნათის სიყვარულის მზე
ოცნებებით ანთებული მზე
ერთადერთო ჩემო სიცოცხლე
ეს არის ქუთაისი ეს იყო აია
აქ იმღერეს ჩვენზე ადრე რაც ყველაზე კაია
აქ ჩვენი მეგობრობის მხოლოდ თეთრი ხიდია
მე ამ ხალხის სიყვარული ჯერ ვერ გადამიხდია
აქ ყველაზე ლამაზია აისი და მაისი
მე ყოველთვის მელოდება ჩემი ქუთაისი
ცა ოცნებებით ანთებული ცა
ყვავილებით დაფენილი გზა
რა ვინატრო რა ვინატო სხვა
მზე მზე დაგვნათის სიყვარულის მზე
ოცნებებით ანთებული მზე
ერთადერთო ჩემო სიცოცხლე
ქუთაისო ჩემო



Credits
Lyrics powered by www.musixmatch.com

Link