Samalavi

Ქუჩა ვერ იტევს სამალავებს
Ამაოდ ცდილობს ჩვენთვის გზის აბნევას
Რა მანძილია შენს სახლამდე
Იწელება ფიქრები სივრცეებად

Მომაქვს უცებ ნაპოვნი სიკეთე
Მე მომაქვს უცებ ნაპოვნი სიკეთე

Შენი ბინის კარი, კორპუსი და მეტრო
Ლამპიონები ჩირაღდნებივით რომ ენთო
Ჩვენი მეგობარი არის, ვინც ამ გრძნობებს ენდო
Უთქმელად მინდა უფრო მეტი რომ გაბედო

Მომაქვს უცებ ნაპოვნი სიკეთე
Მე მომაქვს უცებ ნაპოვნი სიკეთე

Სხეულში დაძრულ სისხლის თბილ დინებებს
Ჯერ არ მოპოვებულ აღტკინებებს
Წვიმა ციდან ყრის მოწყვეტილ ფოლაქებს
Შენ იმახსოვრებ ზურგზე ჩემს შეხებებს

Უკიდეგანო ცის მუდმივ დარაჯებს
Თვალებში ჩაღვრილ გამოსხივებებს
Ღმერთები ლმობენ ჩვენს ბავშვურ კაპრიზებს
Ისევ სიჩუმე



Credits
Lyrics powered by www.musixmatch.com

Link