Varskvlavs Naadrevs

Თუ მეკითხები - შენ ვინა ხარ?
Სხეულის ბზარში სიტყვებს ვინახავ
Მეც გეკითხები - შენ ვინა ხარ?
Გეძებდი ღამე. ამ დროს, შენ დილა ხარ

Მიმავალს, ამ მთებს, მიმავალს
Უამბე მათზე, ვინც სითბოს გიმალავს
Ფანჯრებს მატარებლის შუქს მოაფენს
Აანთებს, როგორც ვარსკვლავს ნაადრევს

Მიმავალ, ამ მთებს მიმავალ

Სიმაღლეს - თვალუწვდენელს
Ყველა ჩამქრალ კოცონს, აუნთებელს
Ხელისგულზე ცეცხლს დაუსრულებელს
Გულში ტყვიას, განუკურნებელს

Სიმაღლეს - თვალუწვდენელს
Ყველა ჩამქრალ კოცონს - აუნთებელს
Ხელისგულზე ცეცხლს - გადმომდინარეს
Ქარში კინოს - დაუსრულებელს



Credits
Lyrics powered by www.musixmatch.com

Link